სუბლიმაციური მასალები, ჭიქაზე ბეჭდვა, ჭიქებზე ბეჭდვა, ჭიქა, მაისურზე ბეჭდვა, მაისურებზე ბეჭდვა, მაისური, ბუკლეტი, დიზაინი, ფლაერი, სავიზიტო ბარათი, სარეკლამო მომსახურება, სარეკლამო სააგენტო, კრისტალი, სუბლიმაცია, არკადი გრიგორიანი, მარიამ გოლოძე, გოჩა ცინცაძე, ბადრი აბულაძე

 
 

ჩვენს შესახებ

www.sublimacia.ge დაარასდა 2010 წელს. სუბლიმაციური მასალების შემოტანით დაწყებული ბიზნესი დაფუძვნების წინსვლად იქცა, გაფართოვდა კომპანიის მაშტაბები.

www.sublimacia.ge საქართველოს ბაზარზე ლიდერია სუბლიმაციურ მასალების რეალიზაციაში.

ეხლახანს დავიწყეთ მომსახურების სფეროს განვითარება, რომელიც ფასებს დაარეგულირებს უშუალოდ დამზადებულ პროდუქციაზე.

ჩვენს პროდუქციას აქვს ხარისხის სერტიფიკატი, ჯანმრთველობისთვის მავნებელი არ არის!!!



სუბლიმაციის პროცესი

სუბლიმაცია - არის ნივთიერების მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აიროვან მდგომარეობაში გადასვლის პროცესი, თხევადი ფაზის გვერდის ავლით. ნებისმიერი საგნის ზედაპირის გაფერადებისათვის სუბლიმაციის პროცესის გამოყენების შემთხვევაში, შუალედური მატარებლის ზედაპირზე მდებარე საღებავის მყარი ნაწილაკები (როგორც წესი ეს არის ქაღალდი სპეციალური საფარით) ტემპერატურის გავლენის ქვეშ სუბლიმირდება ნაბეჭდი მასალის ზედა ფენის მოლეკულებში. ყველაზე მყარი მოლეკულებშორისო კავშირებს საღებავების მოლეკულები ქმნიან პოლიეფირების და პოლიესტერების მოლეკულებთან ბეჭდის ზედაპირისა და საღებავის მოლეკულურ დონეზე კავშირი იწვევს მიღებული გამოსახულების განსაკუთრებულ სიძლიერეს ფიზიკურ და ქიმიურ გავლენებთან.

სუბლიმაციური ტერმოგადატანის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- გამოსახულების ფორმირება შუალედურ მატარებელზე,
- შუალედური მატარებლის პოზიცინირება ბეჭდვით ზედაპირზე,
- ტემპერატურის ზემოქმედება შუალედურ მატარებელზე და ბეჭდვის ზედაპიეზე,
- შუალედური მატარებლის მოხსნა,
- მიღებული შედეგის შეფასება.
გამოსახულება შუალედურ მატარებელზე შეიძლება შეიქმნას შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთით:
- ჭავლური ბეჭდვა
- ტრაფარეტული ბეჭდვა
- ჭრა პლოტერის მეშვეობით
- ოფსეტური ბეჭდვა.

აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ შუალედურ მატარებელზე გამოსახულება იდება სარკისოვანი გამოხატულობით. ჭავლური ბეჭდვის პროცესში გამოიყენება სპეციალური სუბლიმაციური მელნით შევსებული მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა (სნპჩ). ეს სისტემები პრაქტიკულად შეიძლება დამონტაჟდეს სამაგიდო ან ფართოფორმატიანი საბეჭდი მოწყობილობების მოდელთა დიდ სპექტრზე. შუალედური მატარებლისათვის გამოიყენება ტრანსფერული კაღალდი, როგორც ფურცლებში, ასევე რულონით. ჭავლური ბეჭდვისათვის გამოსაყენი ჩვეულებრივი ტიპის კაღალდისაგან განსხვავებით, ტრანსფერული კაღალდი დაფარულია სპეციალური ფენით, რომელიც საღებავს არ აძლევს საშუალებას მიაღწიოს კაღალდის სტრუქტურას, რის გამოც კარგად უძლევს ტემპერატურის ზემოქმედებას.